ჩვენს შესახებ
TENE არის პირველი ქართული ეკომეგობრული ბრენდი, რომელიც ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას რეალურ პროდუქტად აქცევს. ჩვენი მთავარი მიზანია გარემოზე ზრუნვა, პლასტმასის ნარჩენების შემცირება. ჩვენი წარმოება ფუნქციონირებს მზის ენერგიაზე და დასაქმებულია იძულებით გადაადგილებული პირები, რაც ჩვენს საქმიანობას დამატებით სოციალურ ღირებულებას სძენს.
მისია
ჩვენი მისიაა პლასტმასის ნარჩენების შემცირება, გარემოს დაცვა და ეკომეგობრული პროდუქციის წარმოება. ჩვენ ვაერთიანებთ ბიზნესებსა და საზოგადოებას საერთო მიზნისთვის ეკოლოგიური და პასუხისმგებლიანი მომავლის შესაქმნელად.